ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის გამოიყენება:
- სისხლის სამართლებრივი,
- სამოქალაქო სამართლებრივი
- ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმები.
სისხლისსამართლებრივი მექანიზმები
გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მაგალითად: ადგილი აქვს ადევნებას, მუქარას, ჩემას სხეულის დასახიჩრებას და სხვა.
სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები
გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად.
ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმები (დამცავი და შემაკავებელი ორდერები)
გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
შემაკავებელი ორდერი
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც, ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში.
დამცავი ორდერი არის
პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, განისაზღვრება ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები. ეს ღონისძიებები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
რა განსხვავებაა შემაკავებელ და დამცავ ორდერებს შორის?
შემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი, უშუალოდ, ფაქტზე რეაგირების დროს (კონკრეტული ძალადობის ფაქტის დროს პოლიციის გამოძახებისას) გამოსცემს და იგი დაუყოვნებლივ შედის ძალაში.
ამდენად, დამცავ და შემაკავებელ ორდერს შორის განსხვავება მის გამომცემ ორგანოებშია, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ხოლო შემაკავებელ ორდერს იღებს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი.
დამცავი ორდერი შეიძლება, მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას ითვალისწინებდეს.
დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში.
შემაკავებელი ორდერი შეიძლება გასაჩივრეს მოძალადის მიერ მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.