ძალადობისგან დაცვის შესაძლებლობების გამოყენება და ბარიერები

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენის შემდეგ, თუ კონკრეტული ძალადობის ფაქტის შეფასების შემდეგ საჭირო გახდება მსხვერპლი უნდა განცალკავდეს მოძალადისაგან და ის შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლის მიერ განაყვანილი იქნას კრიზისულ ცენტრში ან თავშესაფარში. 

თავშესაფარი

 მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას;

კრიზისული ცენტრი

სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მათ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას.  

კრიზისულ ცენტრში უზრუნველყოფილია გადაუდებელი სერვისებით სარგებლობა. კრიზისული ცენტრით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი, ან სავარაუდო მსხვერპლები არიან. დღესდღეობით, საქართველოში ფუნქციონირებს 5 კრიზისული ცენტრი: ქუთაისში, გორში, ოზურგეთში, მარნეულსა და თბილისში.

ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში ჩარიცხვას ექვემდებარება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სექსუალური ხასიათის ძალადობის (შემდგომში ძალადობის) მსხვერპლი/დაზარალებული/სავარაუდო მსხვერპლი (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად).

რით განსხვავდება კრიზისული ცენტრი თავშესაფრისგან?

კრიზისული ცენტრი სახელმწიფო მომსახურებაა და განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე, სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან, თუმცა ჯერ მსხვერპლის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გამორიცხავს იმას, რომ კრიზისულ ცენტრს მიმართოს იმ ბენეფიცირმა ვისაც უკვე მინიჭებული აქვს მსხვერპლის ან სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი. 

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ თავშესაფრებში მხოლოდ მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები ხვდებიან, კრიზისული ცენტრები კი მომსახურებას უწევენ მათაც, ვისაც ეს სტატუსი არ აქვს. 

თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება

ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევაში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.

თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.

თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.

მსხვერპლის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული მხარდამჭერი სერვისების გამოყენების ბარიერებს წარმოადგენს:

  • ინფორმაციის სიმცირე მხარდამჭერ სერვისებზე,
  • სერვისების ხელმისაწვდომის პრობლემა რეგიონებში
  • ეთნიკური უმცირესობებისთვის სერვისების მიღების მნიშვნელოვანი ბარიერი ენის ბარიერია
  • იურისტის ან ფსიქოლოგის ონლაინ მომსახურების მიღებას შესაძლოა აფერხებდეს პირადი / იზოლირებული სივრცის არარსებობა
  • სათემო ორგანიზაციებისთვის მიმართვის ბარიერი ხშირად ხდება სტიგმის შიში, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც აქვთ აღქმა, რომ ერთმანეთს ყველა იცნობს და პირის იდენტობის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა მარტივად გავრცელდეს
  • ფერტილური (ახალგაზრდა) ასაკის ქალებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებისთვის, სოფლად და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ქალებისთვის არსებობს სამართალდამცავებისთვის მიმართვის სხვა ბარიერებიც, რომლებიც ძირითადად გავრცელებულ სტერეოტიპებს უკავშირდება
  • მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა სამართალდამცავების დამოკიდებულებებიც ძალადობის მსხვერპლის მიმართ. მიუხედავად იმის, რომ სამართალდამცავების ნაწილს გავლილი აქვს სპეციალური გადამზადება, მაინც ხშირია დაკითხვის პროცესში მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი აგრესიული ან დამცინავია, მსხვერპლს უწევს თავის მართლება, ისტორიის რამოდენიმეჯერ გამეორება, ირღვევა კონფიდენციალობის პრინციპი. 
  • ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება,  როგორც აქტიური საინფორმაციო კამპანია ადამიანის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ, ასევე სამიზნე ჯგუფებისთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნაზე მუშაობა.
  • ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო, ძალადობის მსხვერპლი ვერ ახერხებს ძალადობრივი გარემოდან მოშორებას, მნიშვნელოვანია არსებობდეს მსხვერპლის დასაქმების და მისი საზოგადოებაში რესოციალიზაციის პროგრამები.

მსგავსი სიახლეები

თუ კი თქვენთვის ახლობელი ადამიანი
ძალადობისგან დაცვის შესაძლებლობების გამოყენება და ბარიერები
ძალადობის დაძლევის გზები და მსხვერპლის უფლებები
ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმები
ძალადობა, ძალადობის ნიშნები და ფორმები
სექსუალური შევიწროება
ქალთა შრომა და ქალთა როლი პოლიტიკაში
სექსუალური შევიწროვება სამსახურში
ქალთა მიმართ ძალადობა
თანასწორობა, დისკრიმინაცია
თუ კი თქვენთვის ახლობელი ადამიანი
ძალადობისგან დაცვის შესაძლებლობების გამოყენება და ბარიერები
ძალადობის დაძლევის გზები და მსხვერპლის უფლებები
ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმები
ძალადობა, ძალადობის ნიშნები და ფორმები
სექსუალური შევიწროება
ქალთა შრომა და ქალთა როლი პოლიტიკაში
სექსუალური შევიწროვება სამსახურში
ქალთა მიმართ ძალადობა
თანასწორობა, დისკრიმინაცია