შეურაცხყოფას გაყენებთ და გამცირებთ
არ გაძლევთ უფლებას მოინახულოთ მეგობრები და ნათესავები
გირტყამთ, გიყვირით და გემუქრებათ ცემით
ცემს ბავშვებს,
თქვენზე გაბრაზებული სჯის ბავშვებს
გაიძულებთ ინტიმურ ურთიერთობას თქვენი ნების საწინააღმდეგოდ
არ უნდა რომ თქვენ იმუშაოთ, თუნდაც ეძებოთ სამსახური
გაიძულებთ თქვენ იფიქროთ, რომ მხოლოდ მას შეუძლია სწორად განკარგოს ოჯახის ფინანსები
მუდმივად გაკრიტიკებთ თქვენ (თქვენს ჩაცმულობას, თქვენს გარეგნობას, თქვენს დიასახლისობას)
თუ თქვენ
გრძნობთ საკუთარ უსარგებლობასა და უსუსურობას
გეშინიათ თქვენი პარტნიორის
მუდმივად ამართლებთ მას საკუთარი თავისა და სხვების წინაშე
გრძნობთ მარტოობას
ადანაშაულებთ მხოლოდ საკუთარ თავს
ვერ ახერხებთ გაუმკლავდეთ საკუთარ გრძნობებს
ყველაფერზე ხელი გაქვთ ჩაქნეული და ცხოვრობთ მხოლოდ მოვალეობის გამო
თუ კი ყველაფერი ეს თქვენს თავს ხდება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს ძალადობას ოჯახში
ძალადობისკენ მიდრეკილი ადამოანის ქცევები
დარწმუნებულია ძალადობრივი ქცევების შესახებ არსებული სტერეოტიპების სისწორეში, იმ ტრადიციულ შეხედულებეში, რომელიც არსებობს საზოგადოებასა და ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლის შესახებ – ანუ თვლის, რომ „ოჯახის უფროსი“ შეიძლება იყოს მხოლოდ მამაკაცი
აგრესიულია ბავშვებთან
ახასიათებს დანაშაულის სხვაზე გადაბრალების ტენდენცია
პათოლოგიურად ეჭვიანია
ვერ ხვდება, რომ აგრესიულ ქცევებს შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს
ცდილობს ქალი ჩამოაცილოს სახლის გარეთ ყველა საქმესა და ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან
ფიზიკურად უხეშობს ქალთან
იმუქრება, რომ მოიკლავს თავს, თუ კი ქალი მას დატოვებს
აგრესიული ქცევის რაც უფრო მეტი მახასიათებელი არსებობს თქვენს ურთიერთობაში მეუღლესთან ან ახლობელ ადამიანთან, მით უფრო საშიშია თქვენთვის ეს ურთოერთობები
ძალადობის მსხვერპლი ქალები შეიძლება განიცდიდნენ
ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათან გაუარესებას ფიზიკური, ემოციონალური და ეკონომიური ძალადობის ზრდის კვალობაზე
თვითშეფასების დაქვეითებას, საკუთარ თავში დარწმუნებულობის დაკარგვას
მარტოობის, შიშისა და სირცხვილის ძლიერ გრძნობას
მუდმივ სტრესებსა და ფსიქოფიზიოლოგიურ აშლილობებს
სასოწარკვეთას, ოჯახში ზალადობის პრობლემის დაძლევის შეუძლებლობის გამო
ბრალიანობის განცდას, რადგან ვერ ახერხებს საკუთარი ძალებით პრობლემის გამკლავებას
აგრესიას საკუთარ თავის მიმართ